LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად უნდა დავისვენოთ შაბათ-კვირას

157

კოპენჰაგენი, ლუქსემბურგი და ტალინი უქმეებზე დასასვენებლად საუკეთესო ქალაქებია. ტურისტულმა საიტმა Spa Seekers-მა რელაქსაციის ევროპული ინდექსი გამოაქვეყნა და სიაში ის ქალაქები მოახვედრა სადაც მოკლე ვადიანი დასვენების დროს მოდუნება და ენერგიების აღდგენა ყველაზე მარტივია. საუკეთესოთა ხუთეულში ასევე ჰელსინკი და ზაგრებიც მოხვდნენ. რაც შეეხება მთავარ კრიტერიუმებს, ექსპერტებმა ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორიცაა -ადგილობრივთა ბედნიერების დონე, მოსახლეობის სიმჭიდროვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და ზოგადად ცხოვრების ხარისხი. აღმოჩნდა, რომ ჰელსინკში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ, კოპენჰაგენში კი ცხოვრების დონეა ყველაზე მაღალი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე კმაყოფილები ლუქსემბურგელები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები