LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ქალაქები, რომელსაც გართობის მოყვარულები არ უნდა ესტუმრონ

119
GettyImages-1227810612.jpg

ამერიკული ონლაინ-კაზინოს ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, რომელიც ევროპული ქალაქები ითვლება წვეულებისთვის ყველაზე ცუდ ადგილებად.

სპეციალისტებმა ღამის დაწესებულებების მათ შორის ბარების და კლუბების რაოდენობა და საშუალო რეიტინგი გაითვალისწინეს. ასევე ყურადღება მიაქციეს ლუდის და ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულებასაც.

ნორვეგიული ოსლო ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ყველაზე ცუდ ევროპულ ქალაქად დასახელდა. ქალაქში სულ 96 ღამის დაწესებულებაა, ლუდის საშუალო ფასი 8,11 ევროა, ერთი ბოთლი ღვინო კი – 11,79 ევრო ღირს. ქალაქის ბარებსა და კლუბებს TripAdvisor-ის ვერსიით 5-დან 3,84 ქულა აქვს მინიჭებული.

რეიტინგში მეორე ადგილს სტოკჰოლმი, შვედეთი იკავებს. ქალაქში სულ 50 ღამის დაწესებულება დათვალეს. ლუდის საშუალო ფასი 5,62 ევროა, ღვინის – 8,99 ევრო. ბარებსა და კლუბებს ვიზიტორები 5-დან 3,77 ქულას უწერენ.

მესამე ადგილზე ჰელსინკი გავიდა. დასახლებაში 79 ღამის დაწესებულებაა: ლუდი 6,76 ევრო ღირს, ღვინო – 11,84 ევრო. ქალაქმა ღამის დაწესებულებებისთვის შესაძლო 5 ქულიდან 4,21 ქულა მიიღო.

ციურიხი, შვეიცარია მეოთხე ადგილს იკავებს. ქალაქში 118 ღამის დაწესებულება დათვალეს, მათ შორის ბარები და კლუბები. ლუდის ფასი 7,01 ევროა, ღვინო 10,51 ევრო ღირს საშუალოდ. ამ ქალაქში ღამის გართობა 5-დან საშუალოდ 4,04 ქულად შეაფასეს.
და ბოლოს, ლიდერთა ხუთეულს ფრანგული ლიონი ასრულებს. ქალაქში 78 ღამის დაწესებულებაა, ლუდი 5,92 ევრო ღირს, ღვინო – 6,13 ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები