LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წავა ჟოზე: მოურინიოს მუშაობა ახალი სეზონიდან უნდა

1127
2537789-52654490-2560-1440

„მანჩესტერიდან“ გაგდების შემდეგ 4 თვე გავიდა, ჟოზე მოურინიო კი შესაფერის შეთავაზებას ვერ ეღირსა.
პორტუგალიელმა სურვილი გამოთქვა, რომ კარიერას 2019/20 წლების სეზონიდან განაახლებს.

„არ განვიცდი, რომ ახლა არ ვწვრთნი. დრო გამომიჩნდა სხვა რაღაცეებზე მეფიქრა. თუმცა სიმართლე გითხრათ, მინდა საქმეს მომდევნო სეზონიდან დავუბრუნდე.
დავბრუნდები მხოლოდ იმ გუნდში და იმ ჩემპიონატში, სადაც მოტივაცია მექნება“, – განაცხადა განსაკუთრებულმა.

მოურინიო „იუნაიტედმა“ ჩავარდნილი სტარტის გამო გაუშვა. „ოლდ ტრაფორდზე“ პორტუგალიელმა 2.5 წელი გაატარა და სამი ჯილდო მოიგო – ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპის ლიგა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოზეს სამსახურით ფრანგული გუნდები დაინტერესდნენ – ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „ლიონი“ და წელს ძალიან ცუდი სეზონის მქონე „მონაკო“. თუმცა რამდენად შეესაბამება მოურინიოს ამბიციებს ეს გუნდები, დრო გამოაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები