უცნობმა დამნაშავეებმა სადილერო ცენტრიდან Ferrari-ს 4 სუპერქარი გაიტაცეს. ზედმეტად ძვირადღირებული ავტომობილების ქურდობა დიდ იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა აშშ-ში კიდევ უფრო მეტად გამომწვევი დანაშაული მოხდა. სამმა უცნობმა ნიუ-იორკის სალონიდან ერთდროულად 4 მანქანა წაიყვანა და უკვე ერთი კვირაა პოლიცია მათ კვალზე გასვლას ვერა და ვერ ახერხებს.
25 თებერვლის ღამეს გამტაცებლებმა მინის კარი შეამტვრიეს და ჯერ იტალიური ბრენდის საფირმო აქსესუარები, შემდეგ კი სერვისცენტრში არსებული ავტომობილები მოიპარეს.
სუპერქარების გატაცების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა პოლიციას სათვალთვალო კამერის ჩანაწერი აქვს და წესით, გამტაცებლების პოვნა არ უნდა გაუჭირდეს.