საფრანგეთში პლაჟებზე, პარკებში და ტყეებშიც კი ძალიან მალე მოწევა აკრძალული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა 2032 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი თაობის შექმნაა და ამ გეგმის შესასრულებლად ეტაპობრივად არაერთი პროექტი განხორციელდება. საქმე ისაა, რომ ამ მავნე ჩვევას ყოველწლიურად 75 ათასი გარდაცვალების შემთხვევა უკავშირდება და სტატისტიკის შეცვლა ყველა გზით უნდა მოხდეს.
აკრძალვა სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება და კანონის დამრღვევებს დააჯარიმებენ კიდეც.
საინტერესოა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადგილების სია სადაც მოწევა აკრძალულია, გარდა ამისა გაიზრდება სიგარეტის ღირებულებაც და 2025 წლისთვის ფასი 12 ევრო, 2027 წლისთვის კი 13 ევრო გახდება.