LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთისკენ მიმავალი ტურისტები მასობრივად აუქმებენ ფრენებს

118
Screenshot 2023-07-05 114737

უცხოელი ვიზიტორები საფრანგეთში წასვლისგან თავს იკავებენ, მიზეზი ქვეყანაში არსებული არეულობაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა France 24 ავრცელებს.

პარიზის ტურიზმის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ძალადობის ტალღასთან ერთად ქალაქში ჩასვლისგან თავს ბევრი ადამიანი იკავებს. „ივლისის დასაწყისში საერთაშორისო კლიენტთა 20-25%-მა ჯავშნები გააუქმა და საერთოდ არ გაგვიკვირდება თუკი ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება, თანაც მთელი საფრანგეთის მასშტაბით.“

სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ ამერიკელ ტურისტთა 15%-მა უკვე გადაიფიქრა საფრანგეთში ჩასვლა, რაც ქვეყნის ტურიზმს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს. არადა წლის დასაწყისში აშშ-დან ჩამოსულ ვიზიტორთა რიცხვი 25%-ით გაიზარდა, რაც რუსი და ჩინელი ტურისტების კომპენსაცია იყო.

„მსგავსი ინციდენტები ყველაზე მეტად ამერიკელებს და იაპონელებს აფრთხობს. ისტორიულად ასეა, რომ ტურისტთა ეს ორი ჯგუფი უსაფრთხოების საკითხების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დაკავების დროს 17 წლის მოზარდი მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები