LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა კიდევ უფრო მეტი ნუდისტის მიზიდვა გადაწყვიტა

99

საფრანგეთმა კიდევ უფრო მეტი ნუდისტის მიზიდვა გადაწყვიტა. “Fox news”-ის ინფორმაციით, პარიზის გარეუბანში განთავსებული ატრაქციონების პარკი აქტიურ მუშაობას იწყებს. შიშვლად სიარულის მოყვარულების განკარგულებაში იქნება როგორც ყველა ატრაქციონი, ასევე ბატუტები და გოლფის მოედნები.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ატრაქციონზე ვიზიტორები მხოლოდ შორტებსა და საცვლებში დაიშვებიან, მიზეზი -უსაფრთხოების დაცვაა. როგორც პარიზის ნუდისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ საკუთარი თავის ზედმეტად გამოვლენა არ სურდათ, თუმცა შემდეგ მიხვდნენ რომ რეალობა იცვლება და საზოგადოების დამოკიდებულებაც უფრო ლოიალური ხდება.

საინტერესოა, რომ ამჟამად რეგიონში 88 ათასი ნუდისტი ცხოვრობს და დამატებით 4 მილიონამდე ნატურისტი კი ქვეყანას დასასვენებლად აკითხავს ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები