საფრანგეთში “ფორმულა 1”-ის ბოლიდების სასაფლაო იპოვეს. თუმცა, საუბარია არა ნამდვილ „ფერარებზე“, ლოტუსებზე“ ან „რენოებზე“, არამედ მათ ასლებზე.
აღსანიშნავია, რომ მრავალი ავტომობილის ფერი და ნომერი “ფორმულა 1”-ის ავტომობილებს არ ემთხვევა. სავარაუდოდ, მაკეტები რომელიმე მუზეუმის, ან კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იმყოფებოდა.
ავტომობილები ცუდ მდგომარეობაში არიან. საბურავები დაშვებული აქვთ, ხოლო საღებავი გადაცლილი. რამ მიიყვანა ისინი ასეთ მდგომარეობამდე, უცნობია.