საგრადა ფამილიას ფასადზე უზარმაზარი ჯვარი აღმართეს. კატალონიის მთავარ მშვენებას, ე.წ. „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარს“ ამიერიდან თეთრი ფერის ქვის ჯვარი დაამშვენებს. კონსტრუქცია საკმაოდ მაღალი – 7,5 მეტრის სიგრძისაა და მისი წონა 18 ტონას აჭარბებს. ჯვარი ექვსკუთხედების გასწვრივ განთავსდა და მან თავისი მოცულობით 18 თაღი გადაფარა. საგრადა ფამილიას ფასადზე ახალი ელემენტის დამატებისას ახლო-მახლო ქუჩებზე მოძრაობა შეაჩერეს და ამ პროცესს რამდენიმე საათი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ ჯვარი ანტონიო გაუდის ორიგინალ პროექტშია ნახსენები და მისი დადგმის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამო მიიღეს.