LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო რადიოსიუჟეტის ნომინაციაში ავტორადიომ გაიმარჯვა

12

საგზაო უსაფრთხოების თემაზე საუკეთესო რადიოსიუჟეტის ნომინაციაში ”ავტორადიომ” გაიმარჯვა. სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტმა ეკა გაზდელიანმა მოამზადა, გამარჯვებულად კამპანიის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ფარგლებში გამოვლინდა.

კამპანიის პირველი ეტაპი ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაჯილდოებით დასრულდა.

“ყველამ ვიცით, რომ საგზაო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სიტყვები, თუ არ დავიწყებთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. მიხარია, რომ ამ საქმეში მცირედი წვლილი უკვე მეც მიმიძღვის და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებში ერთი პატარა აგური მეც დავდე”, – აღნიშნა ეკა გაზდელიანმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ღონისძიებაზე საზოგადოებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანმა კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ ანგარიში წარუდგინა. გაიმართა სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

პროექტის მიზანს E60 ჩქაროსნულ გზატკეცილისა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ოთხი თვის განმავლობაში, კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიებები, შეხვედრები გაიმართა როგორც მსუბუქი, ასევე სატრანზიტო და მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის მძღოლებთან, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე; ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები გზატკეცილის მიმდებარედ განლაგებული 15 სკოლის 1500-მდე მოსწავლესთან. შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რაც გულისხმობს ხილვადობის ღონისძიებებს და ქვეითებისთვის ამრეკლი საშუალებების (რეფლექტორები, ჟილეტები) დარიგებას.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“-თან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა.

 

 

 

50

53

IM5

 

IM54

IMG6

IMG48

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები