LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში დააგებენ გზას, რომელიც ჰაერს გაასუფთავებს

55
palandnwesway

პოლონურ ქალაქში დააგებენ ტრამვაის გზას, რომელიც ჰაერს გაასუფთავებს. ინოვაციური ლიანდაგების დაგება ქალაქ ჩესტეხოვაში იგეგმება. სპეციალისტები გამოიყენებენ განსაკუთრებულ ბეტონს, რომელსაც ჰაერის მავნე ბაქტერიებისგან გაწმენდა შეუძლია. შესაბამისად გარემო ნაკლებად დაბინძურდება და გლობალურ დათბობასაც ხელი შეეშლება.

გზის მთავარი ელემენტი ტიტანის ოქსიდია, რომელიც შუქთან შედის რეაქციაში და ქიმიური პროცესების დამსახურებით მავნე გამონაბოლქვს სრულიად უსაფრთხო მარილად აქცევს. ამ მარილს კი ზიანი არც ადამიანებისთვის და არც გარემოსთვის მოაქვს.

კვლევებით დასტურდება, რომ ასეთი ლიანდაგების სიახლოვეს ჰაერი 20%–დან 60%–მდე უფრო სუფთაა, ვიდრე ჩვეულებრივ გზებთან.

ევროპელმა ინოვატორებმა სხვა არაერთი ეკოლოგიური პროექტიც მოიფიქრეს, მაგალითად ნიდერლანდებში გზებს მეორადი გამოყენების პლასტმასისგან აგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები