LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალისო ფოტო და რიტორიკული საჩივარი თბილისის ავტობუსებს

15

ამ სურათს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი თინათინ გარადინსკი აქვეყნებს შემდეგი წარწერით:

”მოკლედ, თბილისის ავტობუსს მინდა დავუსვა რიტორიკული შეკითხვა: საღამოს 10:30 წუთზე გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზე რაღა საჭიროა დიდი ამბით გრაფიკების ციმციმი, თუ ავტობუსები მაინც აღარ აჩერებენ? ხალხი დგას, ელოდება, მოვა ავტობუსი, გაიქროლებს მათ ცხვირწინ და ხალხიც მისდევს ხელებაწეული სასოწარკვეთილი ყვირილით, როგორც ჩაძირული გემიდან კუნძულზე გარიყული მგზავრები ჰორიზონტზე გამოჩენილ ბორანს.

თბილისის მიკროავტობუსთან ძალიან ბევრი რიტორიკული და არა მხოლოდ რიტორიკული და არა მხოლოდ შეკითხვა მაქვს, მაგრამ ამჯერად მომსახურების ამ მარგალიტით დავკმაყოფილდები, რომელმაც, რაღა დაგიმალოთ, და კი გამამხიარულა ამ დილიდან.

პ.ს. ფოტო ჩემი გადაღებულია და სულ ცინცხალია, ხოლო მიკროავტობუსის ნომერს, ჩემი დაწყევლილი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მაინც არ ვასახელებ… ”

ამ პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოც-ქსელის მომხმარებლებს შორის: ”კარგია რომ გამხიარულდი, მე უკვე სასწრაფო დახმარების ავტომობილი მაცილებს მარცხნივ, მარჯვნივ კი დავალებებს ვიძლევი და ვჩხუბობ”. ”ინტერნეტით სარგებლობა ნებადართულია?”…

ფაქტია, რომ ქალაქში არამხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებიც მისახედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები