„Genesis”-ის მფლობელებს შეეძლებათ, რომ თავის ავტომობილს ჩატის მეშვეობით ესაუბრონ. კომპანია Hyundai-მ ავტომობილისა და მძღოლის უკეთსაკონტაქტოდ ახალი სისტემა დააანონსა. კორეული ავტომობილის ზოგიერთი ფუნქციის მართვა ამიერიდან Google Assistant-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამისთვის კი სმარტფონზე სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა და Genesis Connected-ის სერვისზე ექაუნთის შექმნა იქნება საჭირო. ამის შემდეგ Google-ის დახმარებით მძღოლს შეეძლება რომ ავტომობილს სხვადასხვა ბრძანება მისცეს, მაგალითად -ჩართოს ძრავა, კლიმატ-კონტროლი, შეამოწმობს ადგილმდებარეობა, ჩაკეტოს ავტომობილი თუ გამორთოს შუქი. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მართვა სმარტფონით სახლიდან გაუსვლელადაც იქნება შესაძლებელი. სიახლე Genesis-ის ორივე მოდელზე G80-სა და G90-ზე იმოქმედებს და მისი გამოყენება უახლოესი 3 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება.