განვლილი 2018 წელი აფრიკაშიც შეაჯამეს და იქაურმა ფეხბურთის კონფედერაციამ საუკეთესოები გამოავლინა.
წლის ფეხბურთელი გახდა კონტინენტზე ყველაზე პოპულარული სპორტსმენი, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი, რომელიც “ლივერპულის” შემადგენლობაში ინგლისურ მოედნებზე ბრწყინავს. ის ზედიზედ მეორედ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. სალაჰმა წელს “ლივერპულელ” თანაგუნდელ სადიო მანეს აჯობა და კიდევ “არსენალის” გაბონელ მეგოლე პიერ-ემერიკ ობამეიანგს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, სალაჰი პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა – 36 მატჩში 32 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ჯერჯერობით 16 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.
დაჯილდოვების ცერემონია სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა.
კონფედერაციამ შეადგინა წლის სიმბოლური ნაკრებიც:
მეკარე: დენის ონიანგო (მამელოდი, უგანდა);
მცველები: სერჟ ორიე (ტოტენჰემი, კოტ დ’ივუარი), მეჰდი ბენათია (იუვენტუსი, მაროკო), ერიკ ბაი (მანჩესტერი, კოტ დ’ივუარი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი);
ნახევარმცველები: ნაბი კეიტა (ლივერპული, გვინეა), ტომას პარტეი (ატლეტიკო, განა), რიად მაჰრეზი (სიტი, ალჟირი);
ფორვარდები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი, გაბონი), სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი).