ესპანელი ფეხბურთელები კარლოს კუადრადო, ვიკტორ როდრიგესი და რაულ კალვო 38-წლიანი პატიმრობით დაისაჯნენ 15 წლის გოგონას გაუპატიურების გამო.
2017 წელს ფეხბურთელებმა გოგონა დაქირავებულ აპარტამენტში მიიწვიეს, სადაც ძალადობა მოხდა. სპორტსმენებმა ბრალი არ აღიარეს. მათი თქმით, ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ ბინაში, მაგრამ მოზარდთან სექსი არ ქონიათ. მათ ასევე განაცხადეს, რომ გოგონას ზუსტი ასაკი არ იცოდნენ.
სამივე მათგანი კლუბ „არანდინაში“ გამოდიოდა, რომელიც ესპანეთის მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.