LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამიდან სამი: აღარც დილა და აღარც სამტრედია

38

ქართული კლუბები თავის საკეთებელს აკეთებენ. სამი ჩვენი გუნდი ევროპა ლიგის პირველსავე ეტაპზე გამოვარდა, სამივემ პოსტსაბჭთა გუნდებთან წააგო და მიუხედავად იმისა, რომ თითო მატჩის მოგება სამივემ შეძლო, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
სამშაბათს დასანანად გამოვარდნილ „ჩიხურას“ გუშინ „დილაც“ მიყვა, აბა „სამტრედიას“ ამბავი პირველივე შეხვედრაში იყო გარკვეული.

გორის “დილა” გიუმრიში “შირაქს” ერთბურთიანი უპირატესობით ესტუმრა. თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, გორელები კი ძირითადად კონტრეშეტევებზე თამაშობდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებმა ბოლომდე ვერ გაძლეს: 83-ე წუთზე კი სომხებმა გოლის გატანა მოახერხეს. რადგან ძირითადი დრო 1:0 დასრულდა, დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რასაც პენალტების სერია მოყვა. “შირაქმა” 4:1 აჯობა „დილას“ და ჩვენები შინ დამწუხრებულები გამოუშვა.

კარი გაიჯახუნა და სარეიტინგო ქულები მოგვიტანა „სამტრედიამ“, რომელსაც ყველაზე ძლიერი მეტოქე ერგო. იმერლებმა გამარჯვება სულ ბოლოს გამოგლიჯეს მეტოქეს.
ანგარიში მე-14 წუთზე ზივზივაძემ პენალტით გახსნა. სტუმრებმა 42-ე წუთზე თეო უიკსის გოლით გაათანაბრეს. 92-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა.

შირაქი – დილა 1:0 (4:1პენ)
დილა: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ჯაფარიძე (კიკაბიძე 90), ღონღაძე, სამხარაძე, რაზმაძე, დოლიძე, ერისთავი (ნონიკაშვილი 68), ცისკარიძე (შარიქაძე 72), მოდებაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გოლი: 1:0 ბიჩახჩიანი (83)
პენალტების სერია: 1:0 ჰოვსეპიანი, 1:0 ღონღაძე, 2:0 დარბინიანი, 2:0 კვირკველია, 3:0 აივაზიანი 3:1 რაზმაძე, 4:1 აკობიანი 4:1
გაფრთხილება: აკობიანი (27), დავოიანი (84) / სამხარაძე (60)

სამტრედია – გაბალა 2:1
სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, გორგიაშვილი (მანჯგალაძე 46), დათუნაიშვილი, ცნობილაძე (რაჟამაშვილი 76), გამყრელიძე (ჯიქია 63), არაბული, ზივზივაძე,
მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 ზივზივაძე (14პ.), 1:1 ვიკსი (41), 2:1 შერგელაშვილი (90)
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (30), მანჯგალაძე (90) / ვერნიდუბი (25), მუტალიმოვი (81)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები