LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალა

120
Screenshot 2024-01-10 133717

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონს, რომელიც ძაღლის ხორცით ვაჭრობას კრძალავს. სიახლის შესახებ BBC წერს.

კანონი ძალაში 2027 წლიდან შევა და მას შემდეგ ქვეყანაში ძაღლის ხორცის მირთმევას მარტივად ვეღარ შეძლებენ.

აიკრძალება ძაღლების მოშენება ხორცის მიღების მიზნით, ასევე მათი დისტრიბუციაც. კანონის დარღვევა 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ძაღლის ხორცის მოხმარება უკანონო არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში 1150 ძაღლის ფერმა ფუნქციონირებს და მათი მიზანი ხორცით ვაჭრობაა.

ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც სააგენტო Gallup-მა ჩაატარა, ბოლო 12 თვის განმავლობაში ძაღლის ხორცი კორეელთა 8%-მა მიირთვა. 2015 წელს იგივე მაჩვენებელი 27% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები