LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში, Hyundai-ს ქარხანაში ტექნიკასთან სამუშაოდ ქალი პირველად მიუშვეს

138
hyundai

კომპანია Hyundai-მ ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე პირველად აიყვანა ქალი. აქამდე ამ მოვალეობას მხოლოდ კაცები ასრულებდნენ. თუმცა, ადგილობრივი პროფკავშირების ზეწოლის შედეგად ავტომწარმოებელს გენდერული თანასწორობის დაცვა უწევს. როგორც სამხრეთ კორეული კომპანია აზუსტებს, ქალები ქვეყანაში არსებული ტექნიკური სპეციალისტების 2%-ს შეადგენენ.

მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტო კომპანიამ ცოტა ხნის წინ 200 ახალი თანამშრომელი აიყვანა და მათ შორის 6 ქალი. ეს ბრენდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რამეთუ დაარსების მომენტიდან ანუ 1967 წლიდან, ამ პოზიციაზე მდედრობითი სქესი პირველად განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქალებს მხოლოდ ასისტენტების მოვალეობებს ანდობდნენ, ისიც დროებითი ხელშეკრულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები