LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეის ნაციონალური პარკები

39

ბუნება კორეელებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეაში უამრავი ნაციონალური პარკია თავისი ფანტასტიკური ბუნებით, ისტორიული ტაძრებითა და რელიქვიებით.

 

 

* სორაქსანის ნაციონალური პარკი

პარკში შესვლა 3 500 KRW ანუ 3 დოლარი ღირს, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი, სრულად ირიცხება გარემოს დაცვის ფონდში. სორაქსანის მონახულება გაზაფხულსა და შემოდგომაზეა რეკომენდირებული. თუმცა, თბილი ტანსაცმელი აქ არც ზაფხულში იქნება ზედმეტი. პარკის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის საკმაოდ კომფორტული კემპინგი და სასტუმროები, კაფეები, სპორტული მაღაზიები და სპეციალური პარკინგია მოწყობილი. აქვეა სინჰინგსის ბუდისტური ტაძარიც, რომელიც 652 წელს აშენდა და ერთ-ერთი უძველესია აზიაში. ტაძრის შესასვლელთან მოგზაურებს დიდი ბუდას 19-მეტრიანი ბრინჯაოს მოოქროვილი სტატუა ხვდება, რომლის ჩამოსხმაზეც კორეას მთელი მოსახლეობა აგროვებდა თანხას.

* ოდესანის ნაციონალური პარკი

ოდესანის ნაციონალური პარკი ორ ზონად იყოფა – მე-7 საუკუნის სამონასტრო ზონა, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია თავმოყრილი და მდინარე სოგიმგანგის ზონა თავისი ველებით, უცნაური ფორმის უზარმაზარი ქვებითა და კლდეებით. პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ოქტაგონის მიერ აგებული ცხრაიარუსიანი პაგოდა, სანვონსის ტაძარი 725 წელს ჩამოსხმული ბრინჯაოს ზარით და ბუდას ქვის ფიგურა.   

* კაიასანის ნაციონალური პარკი

კაიასანის პარკში, ჰეინსის მონსტერში ქვეყნის მთავარი საგანძური – მე-13 საუკუნის ხის ფირფიტებზე შესრულებული ბუდისტური ტექსტების კრებული – ტრიპიტაკა კორეანა ინახება. 1980-იან წლებში კორეას კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიწისქვეშა საცავი ააგო, სადაც რელიკვიის დასაცავად საჭირო ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა იყო დაცული. თუმცა, საცავში გადატანილი საცდელი პარტია სწრაფად დაზიანდა და ეროვნული საგანძური ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ტაძართან ახლოს ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც 9 დოლარად შეუძლია შეიძინოს უძველესი ტექსტის ანაბეჭდი სპეციალურ ბრინჯის ქაღალდზე.  

* პუკჰანსანის ნაციონალური პარკი

პარკი მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს ტურისტებს, თუმცა, განსაკუთრებით ლამაზი ის შემოდგომაზე და გაზაფხულის სეზონზეა.

პუკჰანსანის ნაციონალური პარკს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში ”ყველაზე პოპულარული და ხშირად მონახულებადი პარკის” სტატუსით შევიდა, ყოველწლიურად 5 მლნ-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც პირველ რიგში მისი მდებარეობის დამსახურებაა – პარკი სეულის საზღვრებშია მოქცეული და ერთ-ერთი მეტროსადგური პირდაპირ პარკშია მოწყობილი. პუკჰანსანის მთავარ ღისშესანიშნაობას ბუდისტური ტაძარი ტოსონსა წარმოადგენს, რომლის სტუმართმოყვარე ბერები ყოველთვის დიდი სიამოვნებით უმასპინძლდებიან დამსვენებლებს ბრინჯისა და თხილის ღვეზელით.   

* ჰალასანის ნაციონალური მუზეუმი

ჩედჟუს კუნძულზე მოწყობილ პარკამდე მიღწევა შიდა რეისით შეიძლება ჯიმპოს აეროპორტიდან. ჰალასანი ერთადერთი ნაკრძალია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა. პარკმა  ჩამქრალი ვულკანის – ჰალასანის პატივსაცემად მიიღო სახელი, რომლის სიმაღლე 1950 მეტრს აღწევს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია. პარკის ტერიტორიაზე რვა სპეციაური ბილიკია მოწყობილი, რომლის მარშრუტი მანდარინის ხეივნების და უზარმაზარი მინდვრების გავლით მთის წვერზე სრულდება. ვულკანის კრატერში კი, პატარა მდინარე პენაქტომია, რომელსაც საოცრად ლამაზი, მუქი ლურჯი ფერი აქვს.  

79018bf2335d4b8a05bc4938b236a5620b210b23