LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურამდე შორ გზას ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია – კვლევა

121
860x394

ოფისისკენ შორ გზას ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. ახალი კვლევა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ფინეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტის მონაწილეობით ჩაატარა.

დასკვნის მიხედვით, თუკი სახლიდან სამსახურამდე გზა 3 კილომეტრზე მეტია, იზრდება სიმსუქნის რისკი და უძილობის პრობლემები.
როგორც კვლევამ აჩვენა, ის ადამიანები ვინც გზაში კვირაში 5 საათზე მეტს ხარჯავდა, ფიზიკურად ნაკლებად აქტიური იყო და ძილის ხარისხიც ძალიან ცუდი ჰქონდა. მეცნიერთა აზრით, ეს გზაზე დიდი რაოდენობით სტრესს უკავშირდება.

გარდა ამისა, თუკი ოფისი ბართან ახლოსაა განთავსებული, დასაქმებულები რომლებსაც წინ შორი გზა აქვთ, ხშირად შედიან ამ დაწესებულებაში და სპირტიან სასმელსაც იღებენ.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, 16-დან 64 წლამდე 13 ათასი ადამიანის ჯანმრთელობა შეისწავლეს. მათ ასევე გაითვალისწინეს ცდისპირთა ფიზიკური მახასიათებლები, ავადობის ისტორია, მავნე ჩვევები და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები