იტალიელი ჩოგბურთელი ფაბიო ფონინი და მისი საცოლე, ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ფლავია პენეტა რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკებაზე ავიდნენ.
“ცოტა კი მეშინია სიმაღლის, მაგრამ ეს ფანტასტიკური გრძნობა იყო. ბევრ ადამიანს არ ეძლევა ასეთი შანსი და მადლობელი ვარ ამის გამო. ეს არის ბრწყინვალე ქალაქი, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. აქ ოლიმპიური თამაშები გაიმართება”, – განაცხადა ფაბიომ.