LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამყაროს მბრძანებელი: რონალდო პირველია, ვინც ლიგაზე 100 გოლი გაიტანა

33

ჩემპიონთა ლიგაზე გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩი ”რეალსა” და ”ბაიერნს” შორის ისტორიული გამოდგა. სამეფო გუნდის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალურ ეტაპზე 100 გოლის გატანა შეძლო.

რონალდომ ამ გოლებიდან 68 მარჯვენა ფეხით გაიტანა, 15 მარცხენა ფეხით, 17 კი თავური დარტყმით.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 100 გოლი აქვს გატანილი ევროტურნირებზე. აღნიშნულ სიაში მოხვდა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევროპის სუპერთასზე გატანილი გოლებიც.

ამ დროისათვის აღნიშნული მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს ”ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი, რომელსაც 94 გოლი აქვს გატანილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები