LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბაზაძე ღირსეულად დამარცხდა

69

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. ხმლით ფარიკაობაში ბაზაძემ 1/32 ფინალურ ეტაპზე ბრაზილელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა – 15:3 და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც კორეელი ოლიმპიური ჩემპიონის გუნდურ ასპარეზობაში და ასევე აზიის ჩემპიონის – კიმ ჯუნჰვანის წინააღმდეგობა ვეღარ გადალახა.

ბაზაძემ კორეელ მეტოქესთან დაძაბული შეხვედრა მხოლოდ 1 ქულით – 14:15 დათმო. აზიელი სპორტსმენი 14:11 იგებდა, სანდრო ბაზაზემ ანგარიში გაათანაბრებაც შეძლო – 14:14, გადამწყვეტი ქულა კი კორეელმა მოიპოვა. კიმ ჯუნჰვანი საბოლოოდ რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი ხმლით ფარიკაობაში უნგრელმა არონ ზილაგიმ მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. “ოლიმპური თამაშებისათის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და წარმატების მჯეროდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, სადებიუტო ოლიმპიური თამაშებზე ცოტა იღბალი დამაკლდა.

ნამდვილად შემეძლო კორეელი მეტოქის დამარცხება, იყო ტექნიკური ხარვეზიც, რამაც ხელი შემიშალა. შედეგი ჩემთვის იმედგაცრუებაა, თუმცა მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის უფრო მონდომებით მოვემზადები და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მექნება”, – განაცხადა ბაზაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები