LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანკტ-პეტერბურგში პლატფორმა 9 ¾ გაჩნდა

68

სანკტ-პეტერბურგში პლატფორმა 9 ¾ გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ჯადოსნური პლატფორმაა, რომელსაც ჰარი პოტერი ლონდონის რკინიგზის სადგურიდან ჰოგვროსტის სკოლაში მოსახვედრად იყენებდა. სწორედ ამ პლატფორმის მსგავსი რამ სანქტ-პეტერბურგის სანაპიროზე, ერთ-ერთ კედელზე გამოჩნდა. საინტერესო იდეის ავტორები პეტერბურგელი ველოსიპედისტები გახდნენ. საქმე ისაა, რომ ველოტრასა, რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს, სწორედ სანაპიროზე, კედელთან მთავრდება და გზის გაგრძელება შეუძლებელია. პლატფორმის ნიშნის გაკეთებით კი ველოსიპედისტებს პრობლემაზე ყურადღების გამახვილება სურდათ, რადგან მათ კედელში გავლა არ შეუძლიათ და ველოტრასა აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები