Santoni Icon Clean-ს როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს იყოს საუკეთესო საკუთარ კატეგორიაში. საკმაოდ მსუბუქი კედები, ნაკლებად ცვდება და არაფორმარულთან ერთად, კლასიკურ სტილსაც უხდება. საკმარისია, ამ ფორმის კედები ერთხელ მოიხდინოთ და მასზე უარს ვერასდროს ვეღარ იტყვით. სწორედ ასე დაემართა ოლივ ზამს, ჟურნალის Purple დამაარსებელსა და მთავარ რედაქტორს, რომელიც სიხარულით დათანხმდა ჯუზეპე სანტორისთან თანამშრომლობას და მასთან ერად კედების ახალი და განსაკუთრებული ვერსია – Santoni Icon Clean შექმნა.
კედების ორ ახალ მოდელს, რომლებიც თეთრ და ნარინჯისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ორიგინალური წარწერა – Make Love ამშვენებს, რაც ერთგვარი მანტრაა, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიმეორებთ. „უცნაურია, მაგრამ, გარდერობის სულ მცირე დეტალსაც კი შესანიშნავად შეუძლია იმ მნიშვნელოვანი იდეის გადმოცემა როგორიცაა „make love not war“, – აღნიშნავს ზამი, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ახალი კედები.
კედების შეძენა, რომელთა ღირებულება 540 დოლარს შეადგენს, Santoni-ის ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი.