მსოფლიოში რამდენი მაგარი სტადიონი არსებობს. ფეხბურთის ყველა ნაღდ გულშემატკივარს ალბათ ერთხელ მაინც უოცნებია ეთამაშოს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, ”ნოუ კამპზე”, ”ენფილდზე”, ”ოლდ ტრაფორდზე”, ”ალიანს არენაზე”, ”მარაკანაზე”, ”ბომბონერაზე”, ”პარკ დე პრენსზე” და სხვა დიდ და ისტორიულ ადგილებზე…
თუმცა ნახეთ ფოტო და შეიძლება ბევრ თქვენთაგანს სწორედ ასეთ ზღაპრულ ადგილზე მოუნდეს ბურთის გორება (უბრალოდ, სასურველი იქნებოდა მოედანი ასეთი უსწორ-მასწორო არ იყოს) – ეს საოცარი ადგილი კი არც მეტი, არც ნაკლები ჩვენ ქვეყანაშია – ეს რაჭაა!