ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მორიგი დაღმასვლა განიცადა.
საქართველო ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 14 პოზიციით დაქვეითდა და 260 ქულით ამჟამად 137-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, “ჯვაროსნებმა” მაისში ერთი ამხანაგური მატჩი სლოვაკეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
შეგახსენებთ, 3 ივნისს საქართველოს ნაკრები რუმინეთს შეხვდება, ხოლო 7 ივნისს ესპანეთს ეთამაშება.
მცირე ცვლილებაა საუკეთესო ათეულში – ჩილემ ორი პოზიცია დაკარგა და ამჟამად მეხუთეა, ხოლო კოლუმბია მესამეზე გადავიდა, გერმანია კი – მეოთხეზე. აღსანიშნავია, რომ ათეულიდან გავარდა ინგლისი და მისი ადგილი ავსტრიამ დაიკავა. პირველ ადგილზე კი არგენტინაა.