LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ უმედლოდაა

32

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრებო დღეც წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის.

ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის პირველი მედლის მოპოვების კარგი შანსი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილს ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან გაფრთხილებებით წააგო.

ევროპის სამგზის, ევროპული თამაშების და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი მანამდე ნახევარფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

დღეს ტურნირზე ამავე წონაში უშანგი მარგიანმაც იასპარეზა, თუმცა პირველი ორთაბრძოლის შემდეგ უზბეკ იახიო იმამოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წინა დღეებში სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები