LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ტოკიოში და პირველი მედლები

109

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩავიდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, იუნორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ გასამართ საერთაშორისო კონგრესზე, აღმასკომის სხდომებზე და საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს იაპონიაში ჩატარდება ოლიმპიური თამაშები. ამის გამო, წინასაოლიმპიადო სამზადისის პროცესში ჩვენს ჩართულობას სწორედ იაპონიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დელეგაციის ვიზიტი ემსახურებოდა სულ რამდენიმე კვირის წინ ტაილანდში (ქ. ბანკოკში) ჩატარებული ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ აღმასკომის წევრებთან და ახლადარჩეულ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს, გაცნობას და ურთიერთობების დამყარებას, საქართველოს ეროვნული ფედერაციის წარმატების და საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანისაკითხების განხილვას და მოგვარებას.

აღსანიშნავია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის აქტიური მონაწილეობა აღმასკომის სხდომებზე, რომელიც ყოველდღე იმართებოდა, საერთაშორისო კონგრესზე კი დაისვა მსოფლიო ძალოსნობისთვის მნიშვნელოვანისაკითხები. ტოკიოში მიმდინარე შეხვედრებზე დაიგეგმა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების არაერთი შეკრება, რომელთა ხარჯის ნაწილს დააფინანსებს იაპონიის ოლიმპიური კომიტეტი.


ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ჩვენი ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნოდარ სირბილაშვილის თაოსნობით ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან, რომპეტროლ გრუპის ხელმძღვანელ ჟანატტუსუპბეკოვთან.შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენრომპეტროლ საქართველოს მიერ ჩვენი ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერის და გაგრძელების შესახებ. აგრეთვე, დაისახა ურთიერთთანამშრომლობის მრავალი გეგმა როგორც ძალოსნობის, ისე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

ვიცე პრეზიდენტ პაატა ხიზანაშვილის ხელშეწყობით,ჩვენი ფედერაციის წევრებს ესტუმრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, ლევან ცინცაძე, საქმიან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მასპინძელი მხარის ინიციატივით, ისაუბრეს მრავალ საინტერესო თემებზე, ბიზნეს თუ საინვესტიციო პროექტებზე. ბატონმა ელჩმა დელეგაციის წევრებს აღუთქვა დახმარება ყველა იმ საჭირო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაში და სამომავლო გეგმების და პროექტების განხორციელებაში, რომელიც ესაჭიროება და წაადგება საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას და ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბევრი აუცილებელი ნიუანსის მოგვარებაში ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დავით ყიფშიძე.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, მათთან ერთად კი ცნობილიქართველისუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) გამოჩნდა იაპონურ სამოსში. ამ მომენტმა განსაკუთრებით გაალამაზა ღონისძიება და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.


20 ივნისს სტარტი აიღო საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: რევაზ დავითაძე, ირაკლი ჩხეიძე, დავით ხეცურიანი და გიორგი ჩხეიძე. მწვრთნელები – გიორგი ასანიძე, მალხაზ ლომთაძე, ზურაბ ანთაური, ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი (ახლადარჩეული ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრი). უკვე გვასახელა, არის რევაზ დავითაძემ. მან 85 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 162 კგ-ით ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 185 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 347 კგ-ით ბრინჯაოს მედალიმიიღო. მნიშვნელოვანი სტიმული იყო შეჯიბრების პროცესში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების გამოჩენა დარბაზში – ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზებედა რეხვიაშვილი.მათთან ერთად იყო მთავარი მწვრთნელიირაკლი ცირეკიძე. თან ახლდათ ძიუდოისტთა ნაკრების ექიმი დიმა ბაღათურია. ჩვენ ვაფასებთ მათ აქტიურ მხარდაჭერას.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე დარბაზში ქართული ოვაციები ისმოდა. დასასრულს სპორტსმენებმა და სტუმრებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
ჩემპიონატი გრძელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები