LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ იბრძოლა, მაგრამ გერმანიასთან ვერაფერს გახდა

29

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე გერმანიის ნაკრებთან, 10 ქულის სხვაობით, ანგარიშით 77:87 დამარცხდა.

საქართველომ გერმანისთან წააგო. ფავორიტი მეტოქე იყო, მთელი თამაში მიყავდა და ლოგიკურადაც მოიგო. არადა, როგორი დასანანია, როდესაც თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 10-ქულიანი სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ იქნებოდა, საქართველოს ძირითადის კალათბურთელები რომ ყავდეს. ამით არ ვაკნინებთ მათ, ვინც ბოლომდე ჯიგრიანად და თავდადებით ითამაშა ძლიერ მეტოქესთან, მაგრამ გამოცდილება და კლასი მაინც თავისას შვრება და ამიტომაც იქცა გერმანია ჩვენთან ფავორიტად, თორემ ცალ მხარეს – შენგელია, მარკოიშვილი, შერმადინი, სანაძე, ბურჯანაძე, ცინცაძე რომ ყოფილიყვნენ, შედეგი უთუოდ სხვა ქნებოდა.

ისე, მუდმივად ამ საკადრო პრობლემებს მივსტირით და დროა შევეგუოთ რეალობას და ისე შევუდგეთ პრობლემების მოგვარებას. პრინციპში ასეც არის, უბრალოდ ჯერ პრობლემებს ვერ მოერევი, რადგან საქართველოს ნაკრებს არ ყავს ორი თანაბარი შემადგენლობა, არ გვყავს იმდენი ლეგიონერი, რომ 5-6 კალათბურთელი ჩაანაცვლოს.

ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: ცქიტიშვილი, ბოქოლიშვილი, ბოისა, დვალიშვილი, დიქსონი.

გერმანია მთელი მატჩი წინ იყო, მესამე პერიოდი გამოდგაისეთი, როდესაც სხვაობა შევამცირეთ და 5 ქულამდეც ჩამოვედით, მაგრამ შეცდომებიც გვქონდა და თან მეტოქეც ხომ თამაშობდა, თანაც ხშირად უმართლებდა კიდეც. ჩვენების მხრივ დასაფასებელია მონდომება და თავდადება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის თუნდაც იმ შესანიშნავი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრებისა და მხარდაჭერის პირობებში.

პერიოდების მიხედვით ასეთი ანგარიში დაფიქსირდა: 17:27; 21:24; 24:18; 15:18.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო დიქსონი იყო – 26 ქულა, ბერიშვილმა 15 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის ნაკრები 23 თებერვალს სტუმრად, ანგარიშით 78:64 დაამარცხა.

საქართველოს შინ კიდევ ორი თამაში დარჩა: ზაფხულში სერბეთს და ავსტრიას ვუმასპინძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები