LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ლიტვის ტურნირი მოიგო

42

საქართელოს ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ფინლში მასპინელთა ნაკრებს მოუგო! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, მისსავე მოედანზე, სავსე ტრიბუნების წინ დამაჯერებლად სძლია. ამით საქართველო ლიტვის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქართველებმა თამაში მშვენივრად დაიწყეს. დაცვაში მწყობრი თამაშის წყალობით ლიტველებს ბურთი რამდენჯერმე ჩაუჭრეს და შედეგიანი სწრაფი შეტევებით 6:0 გალიდერდნენ. როცა თამაში დალაგდა და შენელდა, ჩვენმა გუნდმა ბრძოლის ეპიცენტრი ფარქვეშ გადაიტანა, სადაც გიორგი შერმადინი ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო.

ლიტველებს აკლდათ ლიდერი – იონას ვალანჩუნასი, რომელსაც დღეს შვილის შეეძინა და ცხადია, დარბაზშიარ იმყოფებოდა. გიორგი შერმადინმა კი სამწამიან ზონაში გაილაღა. ჩვენი ნაკრების ცენტრი თავადაც აგდებდა ორქულიან-საჯარიმოებს, რამდენჯერმე კი დამცველები თავისკენ მიიტყუა და ბურთი ფარქვეშ მარტო დარჩენილ მანუჩრ მარკოიშვილს, შემდეგ კი გიორგი ცინცაძეს გადააწოდა, რომლებმაც იოლად მიითვალეს ორქულიანები.

ლიტველთა მწვრთნელმა დაიუნის ადომაიტისმა წუთშესვენება აიღო, როცა ქართველების ლიდერობამ გვარიანად სოლიდური სახე მიიღო – 14:5. პირველი პერიოდის დარჩენილ 3 წუთში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, ქართველებმა კი სროლისას უზუსტობას უმატეს და ბალტიელებმა მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს – 21:25.

მეორე მეოთხედი ქართველებმა ჩააგდეს. ათწუთეული 8:19 წააგეს, რაც შეტევაში გახშირებული შეცდომების და დაცვაში ყურადღების მოდუნების ბრალი გახლდათ. ლიტვამ მეორე პერიოდის ბოლოს ელჩასააჭიდი უპირტესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 40:33.

მესამე პერიოდი ქართველებმა შესანიშნავად ჩაატარეს და დაცვაში შედეგიანი თამაშის წყალობით, შეტევაში გზ რომ გაეხსნათ, ჩამორჩენა ხომ გავაბათილეთ და წინ გავედით – თორნიკე შენგელიამ მაიკლ დიქსონს დაცვაში გამოჩენილი ყოჩაღობა დაუფასა და მისგან მიღებული შორი პასი ორქულიანად აქცია – 50:49. ამის მერე ქულა-ქულაშითამაში წავიდა, თუმცა უმეტესად წინ საქართველო იყო. მაიკლ დიქსონმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და ჩვენები 58:56 დააწინაურ. მესამე პერიოდის დასრულებამდე 4 წამით ადრე არტურას მილაკნისის სამქულიანით ლიტვამ მესამე პერიოდი 59:58 მოიგო.

ცხადი იყო, რომ თანაბარი თამაში ბოლომდე გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა. მეოთხე პერიოდში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა – უმეტესწილად კი ისევ ქართველები ლიდერობდნენ. მანუჩარ მარკოიშვილის მიჯრით მითვლილ სამ და ორქულიანს საქართველოს 5 ქულით დაწინაურება მოჰყვა – 68:63 საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე. ამას მალევე მოჰყვა დუდა სანაძის ზუსტი გარღვევა და დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველო უკვე 7 ქულით გადის წინ – 74:67. აქ შეიძლებოდა თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილიყო, თუმცა ქართველებმა დაცვაში მოპოვებული და შეტევაშიწრაფად გადატანილი ბურთი ვერ ჩააგდეს და ლიტველებმა სწრაფი კონტრშეტევით ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს – 69:74.

თორნიკე შენგელიამ სწორედ აქ გაიბრწყინა. 2 საჯარიმო ჩააგდო, ჩვენები ისევ 7 ქულით დაწინაურდნენ, დაცვაში კი ლიტველთა ვარსკვლავ მინდაუგას კუზმინსკასს დააფარა. აქ კი ყველაფერს წერტილი გიორგი შერმადინმა დაუსვა, რომელმაც შენგელიას პასით 2-ქულიანი ჩააგდო და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ქართველები 9 ქულით დააწინაურა – 78:69. ლიტველებს საბოლოო ლახვარი დასრულებამდე 1,29 წუთით ადრე დუდა სანაზემ ჩასცა, რომელმაც სამქულიანი მიითვალა და 81:70 – საქართველოს საამაყო გამარჯვება კლაიპედაში, ლიტვის ნაკრებთან. გუნდთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია ყოველთვის და რომელთანაც არც ოფიციალური და არც ამხანაგური შეხვედრა არასდროს გვქონდა მოგებული.

კლაიპედის საერთაშორისო ტურნირი. ფინალი

ლიტვა 70:81 საქართველო
21:25, 19:8, 19:25, 11:23

 

 

კლაიპედის ტურნირის ფინალური სირენა გაისმა თუ არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა გამარჯვება ერთმანეთს მიულოცეს, შემდეგ მილოცვები ლიტველებისგანაც მიიღეს და დადგა დაჯილდოვების ცერემონიალის ჯერიც. კლაიპედას საერთაშორისო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც გახდა საქართველოს ნაკრები, ლიტვის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უხვად დააჯილდოვეს.

ფინალური მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა თორნიკე შენგელია, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი კი ჩვენი ნაკრების ცენტრს – გიორგი შერმადინს ერგო. ტურნირის MVP ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ხათუნა სალუქვაძემ დაჯილდოვა.

დაბოლოს, ტურნირის საჩემპიონო თასი ამ მატჩში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩაიბარა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა და ლიტვაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები