LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მაკედონია დაამარცხა

56

გუშინ ღამით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მეოთხერ შეხვედრა მაკედონიის ნაკრებთან ჩაატარა და ანგარიშით 90:75 გაიმარჯვა, რითაც ევრობასკეტის 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ქართველებს 3 წაგების მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გასვლის მაინც რეალური შანსი აქვთ. ესეიგი-  თუ ბოლო ტურში სლოვენია მაკედონიას დაამარცხებს, საქართველო ხორვატიასთან წაგების შემთხვევაშიც გავა მერვედფინალში. თუმცა აუცილებელია საბერძნეთმა ჰოლანდია დაამარცხოს. იმ შემთხვევაში, თუ მაკედონია  სლოვენიას მოუგებს, ქართველებს მერვედფინალში გასასვლელად ხორვატიის დამარცხება მოუწევთ.

დღეს 20:00 საათზე საქართველო C ჯგუფის მეხუთე შეხვედრას ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.