LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ სამი ამხანაგური დაგეგმა

49

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები დაასრულა და ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების გრაფიკი შეათანხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.

მაისის ბოლოს “ჯვაროსნები” ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება.

ევრო 2016-ის კიდევ ერთ მონაწილეს, რუმინეთის ნაკრებს კი ეროვნული გუნდი 3 ივნისს ბუქარესტში ეთამაშება.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა არიან. ჩვენი ეროვნული გუნდის კალენდარი კი ასეთია:

 

2016 წელი:

5 სექტემბერი საქართველო – ავსტრია; 6 ოქტომბერი ირლანდია – საქართველო; 9 ოქტომბერი უელსი – საქართველო; 12 ნოემბერი საქართველო – მოლდოვა.

2017 წელი:

24 მარტი საქართველო – სერბეთი; 11 ივნისი მოლდოვა – საქართველო; 2 სექტემბერი საქართველო – ირლანდია; 5 სექტემბერი ავსტრია – საქართველო; 6 ოქტომბერი საქართველო – უელსი; 9 ოქტომბერი სერბეთი – საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები