საქართველოს ნაკრები კვიპროსისა და ბელარუსის წინააღმდეგ 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
გულშემატკივარს მატჩებზე დასასწრები ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით უკვე შეუძლიათ.
ბილეთის ფასი 2 ლარია.
10 ნოემბერს, 17:00 საათზე გორის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 13 ნოემბერს, 18:00 საათზე კი ქუთაისის სტადიონზე ჩვენი გუნდი ბელარუსს უმასპინძლებს.