LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბოლო მატჩს არ გვაყურებინებენ

57

საქართველოს ნაკრები დღეს წლის ბოლო მატჩს გამართავს და ამხანაგურ შეხვედრაში ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟი არ მოხდება. “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და ალბანურ მხარეს შორის ტრანსლაციაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ალბანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (“კრილია სოვეტოვი”, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (“მორდოვია”, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (“ფეირენშე”, პორტუგალია);

მცველები: გიორგი ნავალოვსკი (“დილა”), გიორგი ფოფხაძე (“ფლამურტარი”, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (“ქარშიაქა”, თურქეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), გიორგი გველესიანი (“დინამო”, თბ), უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (“დინამო”, თბ), გია გრიგალავა (“პაფოსი”, კვიპროსი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“რეიმსი”, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა), მათე ცინცაძე (“დინამო”, თბ), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი (“დილა”), მურთაზ დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (“დუისბურგი”, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი (“ფრაიბურგი”, გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი (“ფლორა”, ესტონეთი);

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია), ბაჩანა ცხადაძე (“ფლამურტარი”, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (“პაფოსი”, კვიპროსი).
ტირანაში მყოფი ყველა ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ალბანეთმა საქართველოსთან შეხვედრამდე 13 ნოემბერს ამხანაგური თამაში კოსოვოსთან გამართა და 2:2 ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები