დღეს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თელ ავივის ”ნოკია არენაზე” ისრაელს დაუპირისპირდება.
გუშინ საღამოს,მატჩამდე რამოდენიმე საათით ადრე ილიას ზუროსმა გუნდი შეხვედრის მასპინძელ არენაზე ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტი ძირითადად სათამაშო კომპონენტებზე გააკეთა.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება,მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხზე იხილავთ.