LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა დონალდ: ტრამპს სიმამაცე დაუფასდა და ისრაელის გუნდს მისი სახელი უწოდეს

32

ისრაელის საფეხბურთო კლუბმა ”ბეითარმა” დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი გადაირქვა. გუნდს ამიერიდან ”ბეითარ ტრამპი” ერქმევა.

კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი მადლიერებაა, რომელიც დონალდ ტრამპის სიმამაცითაა გამოწვეული. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ოფიციალურად ცნო ისრაელის დედაქალაქად და აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.

”70 წლის განმავლობაში იერუსალიმის სტატუსი სადავო იყო და ქალაქი ელოდებოდა საერთაშორისო აღიარებას ისრაელის დედაქალაქად, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აღმოაჩნდა საკმარისი სიმამაცე იმისათვის, რათა იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად ეცნო. უახლოეს დღეებში მისი სიმამაცის წყალობით, იერუსალიმის კანონიერ სტატუსს სხვა ქვეყნებიც ცნობენ. ტრამპმა ამ ქმედებით ისრაელის სახელმწიფოს და ერის მიმართ თავისი სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატა”, – ნათქვამია კლუბის წარმომადგენელთა განცხადებაში.

”ბეითარი” 6-გზის ისრაელის ჩემპიონი და 7 გზის თასის მფლობელია.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები