საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი ღია ვარჯიში გამართა. თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. დილის ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა.
კვირის ბოლომდე ვლადიმირ ვაისის გუნდი ყოველდღიურად ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს. საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა სოლომონ კვერკველია, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს. ფეხბურთელი ამ ეტაპისთვის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ღია ვარჯიშში 19 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. ვაისმა ახალგაზრდული ნაკრებიდან სამი ფეხბურთელი დაიმატა: ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია და ნიკა კაჭარავა.
საქართველოს ნაკრები დღეიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.