LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა

22

რიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდნენ.

ოლიმპიელებს აეროპორტში დახვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები