საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები იზრდება, თავად ექსპორტი კი წინა წელთან შედარებით 87,1%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ამ სექტორიდან შემოსავლებმა 279.5 მლნ დოლარს გადააჭარბა და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავალი 149 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
საქსტატის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით მსუბუქი ავტომობილები საექსპორტი კალათში მეორე ადგილზეა და მთლიანი ექსპორტის 11.4%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა საიმპორტო კალათაშიც, 438 მილიონი დოლარით და მთლიანი იმპორტის 6.6 პროცენტს წარმოადგენს.