საქართველოში ავტომობილების გაყიდვა შემცირდა, თუმცა ავტომობილების ბიზნესის წარმომადგენლები ბაზრის ამ სეგმენტის გამოცოცხლებას გაზაფხულზე ელიან.
როგორც ”ავტორადიოს” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა ამანდაროვამ განუცხადა, ავტომობილების გაყიდვები დროებით შემცირებულია, თუმცა ამაში უცნაური არაფერია.
“ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ყოველ წელს, ზამთრის პერიოდში გაყიდვები მცირდება. რომელიმე კონკრეტული მარკის ავტომობილზე განსაკუთრებული ვარდნა არ შეინიშნება. ავტობაზრობა ჩვეულ რეჟიმი მუშაობს”, – აღნიშნა ამანდაროვამ.
მისივე ინფორმაციით, ”ავტოპაპაში” გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ავტომობილების გაყიდვების ზრდას პროგნოზირებენ.