საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,9%-ია დაზღვეული. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, დაზღვეული ავტომობილების რიცხვი მცირედით გაიზარდა და წლის II კვარტალში მთლიანი ავტოპარკის 5.9% შეადგინა, მაშინ, როდესაც მაგალითად გასული წლის III ვარტალში დაზღვეული ავტომობილების 5.2% იყო.
2018 წლის II კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 16,34 მილიონი ლარი, კომპანიების აქტივები შეადგენს 699,37 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 180,69 მილიონ ლარს.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
საანგარიშო პერიოდში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 295,28 მილიონი ლარი.