LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავი გაძვირდა

46

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა გარკვეული ტიპის საწვავზე 2-6 თეთრით მოიმატა.

დღეის მდგომარეობით, ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „სუპერი“ – 2.55 ლარი ღირს, მაშინ როცა 12 მაისის მდგომარეობით 2.50 ლარი ღირდა; „პრემიუმის“ ფასი – 2.42 ლარია, 12 მაისის მდგომარეობით კი, 2.36 ლარი იყო; 5 თეთრით გაძვირდა და 2.30 ლარი გახდა 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი; „ევრო დიზელის“ ფასმა – 2.37 ლარიდან 2.42 ლარამდე მოიმატა; ამასთან, 3 თეთრით გაძვირდა დიზელი და მისი ღირებულება დღეის მდგომარეობით, 2.30 ლარია.

2-6 თეთრამდე მერყეობს ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებზე სხვა ტიპის საწვავის ფასებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები