LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავი გაიფდა

49

ლუკოილისქსელში საწვავის ფასები შემცირდა. 5 თეთრით გაიაფების შედეგად, დღეს ევრო რეგულარი-1,73  ლარი ღირს, პრემიუმ ავანგარდი -1,89 ლარი,  სუპერი -1,99 ლარი, ხოლო ევრო დიზელი -1,89 ლარი.

როგორც კომპანიის  წარმომადგენელმა მაკა ორაგველიძემ ,,ფორტუნას’’ განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაშილუკოილისქსელში, ისევე როგორც, ზოგადად ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების კლება შეინიშნება, რაც   მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებამ განაპირობა.

ამასთან, კომპანიალუკოილიმომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს.  ტალონით ან პლასტიკური ბარათით საწვავის შეძენისას, მომხმარებელი  10-თეთრიანი შეღავათით ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. აქცია ეხება 3 ტიპის საწვავს –  პრემიუმ ავანგარდს, სუპერსა და ევრო დიზელს. მინიმალური შენაძენი ერთ ჯერზე არის 100 ლიტრი.

დღესდღეობითლუკოილისქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 ავტოგასამართ სადგურს მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები