LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქორწილო რბოლა Mercedes–ით (ვიდეო)

54

DTM-ის პილოტმა მარო ენგელმა საქორწინო ავტომობილად სარბოლო კუპე Mercedes-AMG C 63 DTM გამოიყენა. საქორწინო ცერემონიის ამსახველი ვიდეო გერმანული ავტომწარმოებლის სპორტული განყოფილების ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

მარო ენგელისა და მისი მეუღლის სტეფის ქორწილზე სარბოლო ავტომობილის გაყვანის იდეა თავად გუნდისგან წამოვიდა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სარბოლო ავტომობილით სეირნობა ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები