LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარბოლო Mustang Lego-ს მოდელად აქციეს

61

კომპანია Lego-მ Ford-თან ერთად სარბოლო კუპე, 1968 წლის Mustang გამოუშვა. სიახლე Speed Champions-ის ხაზის ნაწილია. ნაკრები 183 დეტალისგან შედგება. მასში მრბოლელის ფიგურაც შედის, რომელსაც კლასიკური კოსტიუმი აცვია, ასევე ნაკრებში არის მისაწებებლები და დისტანციის დაფარვის დროის ამსახველი დაფა.

ნაკრების გაყიდვა პირველი მარტიდან დაიწყება. კომპლექტის ღირებულება 14,99 დოლარია.

Ford-სთვის ეს Lego-სთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანიამ წინათ უკვე წარმოადგინა მიმდინარე თაობის Mustang და პიკაპი F-150 Raptor. ისინი Speed Masters-ის ხაზში შევიდნენ. ხოლო სერია Speed Champions აერთიანებს ბოლო თაობის Ford GT-ისა და GT40-ს.

Speed Champions-ის ხაზში ასევე შედიან:  McLaren 720S, Chevrolet Corvette Z06 და Bugatti Chiron.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები