ამერიკული სასტუმრო Waldorf Astoria Beverly Hills თავის სტუმრებს სუპერ ლუქსის ნომრის დაჯავშნას და ამავდროულად Aston Martin-ით უფასოდ სარგებლობას სთავაზობს. შეთავაზება მარტის ბოლომდე იქნება ძალაში. ერთი ღამის ღირებულება სასტუმროში 3 400 დოლარია.
სასტუმროს სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Aston Martin DB11 და Vanquish S. ასევე, მათთვის გათვალისწინებულია უფასო პარკინგი ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Westfield Century City-ში. სასტუმროს ჰოლში მდებარეობს Aston Martin-ის საფირმო მაღაზია, სადაც სხვადასხვა აქსესუარები იყიდება.