„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს. ჯგუფის შესრულებულ „სიყვარულის განდაგანას“, როგორც ყოველთვის, მსმენელის დიდი ოვაცია მოჰყვა. კადრებში ჩანს, როგორ ჰყვება ტექსტს კონცერტზე მისული მსმენელი.
ვიდეოს სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები მოჰყვა.
„ყოველთვის პირველები და განუმეორებლები“, „ როგორ მიყვარს ეს სიმღერა“ , „სასწაული იყო“ – წერენ გამომწერები.