თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გრძელდება სატრანსპორტო პარკის განახლების პროცესი. რამდენიმე დღის წინ ცენტრს „Fiat“-ის მარკის ექვსი უახლესი მოდელის ავტომობილი შეემატა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.