სათამაშო ნავმა 4500 კმ გაცურა. ნავი შოტლანდიელმა ძმებმა ოლი და ჰარი ფერგიუსონებმა ღია ზღვაში გასულ წელს გაუშვეს. პატარებმა ხომალდს ნავიგაციური სისტემაც დაუმონტაჟეს, რათა მისი ადგილმდებარეობისთვის მუდმივად თვალი ედევნებინათ. ნავმა მოგზაურობა ქალაქ ტერიფედან დაიწყო და რამდენიმე თვეში მან კარიბის ზღვის აუზამდე მიაღწია. ხომალდი 630 კმ-ს გავლის შემდეგ დანიაში ჩავიდა, სადაც ის ადგილობრივმა ოჯახმა იპოვა და შვედეთისკენ გაუშვა, ოლისა და ჰარის ხომალდის საბოლოო დანიშნულება კი ნორვეგია გახდა. სათამაშო ნავმა უკვე 4 500 კმ გაიარა და მისი მოგზაურობა კვლავ გრძელდება.